ახალი ამბები

პუტინმა ბიბილოვს უმასპინძლა

2020 / 03 / 13

2020 წლის 13 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში, კრემლში შეხვდა. შეხვედრაზე პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები დადებითად შეაფასა.

პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ვიცი, რომ თქვენ ასევე დაგეგმილი გაქვთ შეხვედრები ადმინისტრაციაში და მთავრობაში. ზოგადად ურთიერთობები ვითარდება აღმავალი ხაზით - კარგად. გასულ წელს საქონელბრუნვის ზრდა დაფიქსირდა. განხორციელდა 4.2 მლრდ რუბლის მოცულობის საინვესტიციო პროგრამაც.“

ეს ბიბილოვისა და პუტინის რიგით მეხუთე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა 2017 წლის 2 მაისს სოჭში გაიმართა, მეორე შეხვედრა, იმავე წლის ნოემბერში მოსკოვში. მესამე შეხვედრა 2018 წლის 24 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს მიეძღვნა. მეოთხე შეხვედრა 2019 წლის 5 მარტს შედგა.

Go BackGo Back