ახალი ამბები

პუტინი აფხაზეთში მიიწვიეს

2020 / 07 / 03

2020 წლის 3 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ორგანიზებით მოწყობილ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ავიატორების ძეგლის გახსნაზე აფხაზეთში მიიწვია.

ბჟანია პუტინს მოსკოვში ვიზიტის პერიოდში, 24 ივნისს, შეხვდა, როდესაც მან დიდი სამამულო ომის 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ძეგლი სოხუმში 15 ივნისს გაიხსნა, მისი საზეიმო გახსნა კი 24 ივლისს არის დაგეგმილი. პუტინი აფხაზეთს ბოლოს 2017 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე ხანმოკლე (სულ 2 საათით) ვიზიტით ესტუმრა.

Go BackGo Back