ახალი ამბები

ბიბილოვის ვიზიტი მოსკოვში და დიმიტრი კოზაკთან შეხვედრა

2020 / 09 / 09

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 7 სექტემბერს რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

დელეგაციის შემადგენლობაშია დე ფაქტო მთავრობის წევრები: ფინანსთა მინისტრის მ.შ. აზა ხაბალოვა, იუსტიციის მინისტრის მ.შ. ზალინა ლალიევა, მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მ.შ. ედუარდ ძაგოევი, ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მ.შ. გეორგი ტოტჩიევი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მ.შ. ნატალი გასიევა.

8 სექტემბერს ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.

მოსკოვში ვიზიტი ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკურ კრიზისის პერიოდში შედგა. ცხინვალში შიდა პოლიტიკურა ვითარება 28 აგვისტოს 30 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა. მას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმას ედავებოდნენ. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა და ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანიაც.

Go BackGo Back