ახალი ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები კურატორებს შეხვდნენ

2020 / 09 / 09

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკშეხვდნენ.

კოზაკი ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაში მონაწილეობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს.

შეხვედრაზე განიხილეს: 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, განათლებასა და კულტურის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების სფეროში თანაშრომლობის საკითხები.

Go BackGo Back