ახალი ამბები

2021 წელს რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხელფასებისთვის 1.3 მლრდ რუბლს გამოჰყოფს

2020 / 09 / 30

2021 წლისთვის რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების მომატებისთვის 1.3 მლრდ რუბლს გამოჰყოფს. ხელფასების მომატება 2021 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.

2021 წლისთვის გათვალისწინებულია 1 მლრდ 253 მლნ 759 ათასი რუბლი, 2022 და 2023 წლებში კი - 1 მლრდ 169 მლნ 800 ათასი რუბლი.

ხელფასების მომატების გადაწყვეტილება 2020 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკთან თათბირის შემდეგ მიიღეს. კოზაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

Go BackGo Back