ახალი ამბები

აფხაზეთის 2021 წლის ბიუჯეტში რუსული დახმარებაც აისახება

2020 / 12 / 09

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი დე ფაქტო დეპუტატებს დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ წარუდგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 10 მლრდ 589 მლნ რუბლი იქნება, ხარჯვითი კი - 10 მლრდ 713 მლნ რუბლი. ბიუჯეტის დეფიციტი 123 მლნ რუბლია. აფხაზეთი 2021 წელს რუსეთისგან სოციალურ-ეკონომიკური გავნითარების მიზნით, ფინანსური დახმარების სახით, 3 მლრდ  949 მლნ რუბლს მიიღებს, რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში კი - 1 მლრდ 350 მლნ რუბლს.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგების გათვალისწინებით შეიქმნა. მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილ რუსულ დახმარებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი შემოსავლები შემცირებულია.

Go BackGo Back