ახალი ამბები

რუსეთის დუმა ცხინვალის რეგიონთან მორიგი შეთანხმების რატიფიცირებისთვის ემზადება

2021 / 02 / 05

ცხინვალის რეგიონს ეწვია რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი.

დე ფაქტო დეპუტატებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ რუსეთის დუმა ემზადება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან თადარიგში დათხოვნილი სამხედროების შშმ სტატუსის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის.

მხარეებმა შეთანხმებას 2020 წლის მარტში მიაღწიეს. კოსაჩევის თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული ეტაპობრივი გეგმა, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

Go BackGo Back