მთავარი ფიგურები

პაველ პეჩნიკოვი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • პაველ პეჩნიკოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია.
  • იგი პოლიციის პოლკოვნიკია.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 23 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა, პეჩნიკოვთან ერთად, შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
  • 2018 წლის 25 აგვისტოს პეჩნიკოვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქრო შს სამინისტროს ხელმძღვანელებს რუსეთის შს მინისტრის სახელით უწყებრივი ჯილდოები გადასცა. მან ადგილობრივ სამართალდამცავებს რუსეთის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დღეც მიულოცა.
  • 2019 წლის 8 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს, ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რუსეთის შს სამინისტროს უწყებრივი ჯილდოები გადასცა. ღონისძიებას პეჩნიკოვიც დაესწრო. პეჩნიკოვის განცხადებით, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის შს სამინისტროების ხელმძღვანელებმა ამ ღონისძიებით თანამშრომლების წარმატებები დააფასეს.
  • 2019 წლის 4 ივლისს ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დაარსების სამი წლისთავთან დაკავშირებით ცენტრში პირადი შემადგენლობა საზეიმოდ მოეწყო. თანამშრომლებს სხვადასხვა სახის, მათ შორის უწყებრივი ჯილდოები გადასცეს. ცენტრის თანამშრომლებს იუბილე მიულოცეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა, ასევე ცხინვალის რეგიონში რუსეთის დე ფაქტო ელჩმა მარატ კულახმეტოვმა და პეჩნიკოვმა. საზეიმო ღონისძიებაზე ცენტრის დაფუძნების ძირითადი ეტაპების შესახებ ვიდეორგოლიც აჩვენეს.
  • 2020 წლის 27 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპი დაათვალიერეს. მათ თან ახლდნენ პეჩნიკოვი და ცენტრის დირექტორი ალან ბოლათაევი.
  • 2020 წლის 4 ივლისს პეჩნიკოვი დაესწრო ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიას. მან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დე ფაქტო სამართალდამცავებს აღნიშნული დღე მიულოცა.
  • 2020 წლის 9 ოქტომბერს პეჩნიკოვი დაესწრო რუსეთის შს სამინისტროს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დიპლომებით დაჯილდოების ცერემონიას. მან კურსდამთავრებულებს უსურვა „წარმატებული კარიერა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს“.