მთავარი ფიგურები

სერგეი ივანოვი

აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი ივანოვი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი და  რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველი იყო. აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობა 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 29 ივნისს-1 ივლისს ქ. სოჭში, რუსეთში, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რუსეთის მხრიდან დელეგაციის თავმჯდომარე ივანოვი იყო. სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის აქტებთან ჰარმონიზაციის ღონისძიებების გეგმის პროექტი განიხილეს.
  • 2016 წლის 7 დეკემბერს ქ. სოჭში, რუსეთში, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ივანოვიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე საბაჟო სფეროში აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ღონისძიებების განხორციელების გეგმის  კოორდინაციის საკითხი განიხილეს.
  • 2017 წლის 12 მაისს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელობაში ივანოვი აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს ვლადიმირ ნეკრასოვს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე საბაჟო გაფორმებისა და საქონლის კონტროლის პროცედურების გამარტივების საკითხი განიხილეს.
  • 2017 წლის 24 ნოემბერს საბაჟო პუნქტ „ფსოუზე“, აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე,  რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ივანოვიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე 2017 წლის ზაფხულის საკურორტო სეზონის პერიოდში ურთიერთქმედების შედეგები განიხილეს.
  • 2020 წლის ივნისის დასაწყისში ივანოვი კონსტანტინ კოზლოვმა შეცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით, ივანოვი ორმხრივ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.