მთავარი ფიგურები

ილია ფედოროვი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტეგრაციული პროექტების განვითარებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ილია ფედოროვი დაიბადა 1970 წლის 29 ივნისს ქ. ივანოვოში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1997 წელს დაამთავრა მეწარმეობის საერთაშორისო აკადემია.
  • 2006 წელს დაამთავრა ივანოვოს ქიმიურ-ტექნოლოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • ფედოროვის პროფესიული კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე მიხაილ ბაბიჩთან.

პროფესიული კარიერა

  • 1994-2002 წლებში მუშაობდა ივანოვოს ოლქში რუსეთის ფედერაციის საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის სამმართველოში.
  • 2002-2006 წლებში ივანოვოს ოლქის ქ. კინეშმას ადმინისტრაციაში ეკონომიკისა და მეწარმეობის კომიტეტის მუნიციპალური შეკვეთების განყოფილების უფროსი იყო. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი 2003 წელს სახელმწიფო დუმის წევრი კინეშმას ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან გახდა.
  • 2006-2008 წლებში კინეშმას საქალაქო ოლქის კონტროლის კომისიის თავმჯდომარე იყო.
  • 2009-2012 წლებში ქ. კაზანის კონტროლის პალატის აუდიტორი იყო.
  • 2012-2018 წლებში ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 2011-2018 წლებში პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხაილ ბაბიჩი იყო.
  • 2018-2019 წლებში ბელარუსში რუსეთის საელჩოში პირველი მდივანი იყო. ფედოროვი დიპლომატიურ სამსახურში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2018 წლის 24 აგვისტოს მიხაილ ბაბიჩი რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსში რუსეთის ელჩად დანიშნა.
  • 2019 წლის აგვისტოში ეკონომიკური განვითარებაში სამინისტროში იწყებს მუშაობს. მანამდე, 2019 წლის 15 ივნისს, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ მიხაილ ბაბიჩი დაინიშნა. ფედოროვი სწორედ ბაბიჩის საკურატოროში მუშაობს. იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტეგრაციული პროექტების განვითარებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორია. დანიშვნის პერიოდში აღნიშნულ დეპარტამენტს ინტეგრაციული პროექტების განვითარების დეპარტამენტი ერქვა. დეპარტამენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებს.