მთავარი ფიგურები

დიმიტრი იუდინი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი (ყოფილი )

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • 1992 წელს დაამთავრა ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სამხედრო სასაზღვრო სამეთაურო სასწავლებელი.
  • 2001 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის აკადემია.
  • მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • 2010-2013 წლებში მაგადანის ოლქში სასაზღვრო სამმართველოს უფროსი იყო.
  • 2013-2015 წლებში ბელარუსში სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის ჯგუფის უფროსი იყო.

აფხაზეთში საქმიანობა

  • 2015 წლის 24 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იუდინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პირადად წარუდგინა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებს. შეხვედრას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმირ სტრელცოვიც ესწრებოდა.
  • იუდინი ოკუპირებულ რეგიონში გამართული ღონისძიებების აქტიური მონაწილე იყო. მას ახლო სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა ხაჯიმბასთან. იგი ხაჯიმბასთან პერიოდულად მართავდა შეხვედრებს, სადაც ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას განიხილავდა. მაგ. 2016 წლის აპრილში იუდინმა ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტის „თაგილონის“ დახურვის შესახებ არსებული ვითარების და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ მოახსენა.
  • 2018 წლის 3 სექტემბერს იუდინმა ხაჯიმბასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იუდინმა ხაჯიმბას სამმართველოს უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ალექსეი ტრუბეცკი წარუდგინა. იუდინი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით სხვა სამსახურში დაინიშნა.