მთავარი ფიგურები

ვადიმ კლიმენკო

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაური

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები  

  • ვადიმ კლიმენკო  დაიბადა დნეპროპეტროვსკში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1991 წელს დაამთავრა სიმფეროპოლის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი (რუსეთში), ასევე არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო აკადემიის კურსდამთავრებული.
  • არის სიმამაცის ორდენის კავალერი.
  • ფლობს არაერთ ჯილდოს: „სამშობლოს წინაშე დამსახურების“ ორდენის II ხარისხის მედალს, „სამხედრო გამბედაობის“ ორდენის I ხარისხის მედალს, II და III ხარისხის მედლებს „გამორჩეული სამხედრო სამსახურისთვის“. 
  • ფლობს სახელობით იარაღს, რომელიც თავად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა გადასცა.
  • ფლობს პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას.

სამხედრო კარიერა

  • 1991 წლის ოქტომბერში გახდა საზღვაო ქვეითთა ბრიგადის სპეციალური დაზვერვის ოცეულის მეთაური შავი ზღვის ფლოტში.
  • არსებული ინფორმაციით მონაწილეობდა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.
  • 1998 წელს დაინიშნა საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო პოლკის უფროსად შავი ზღვის ფლოტში.
  • 8 თვის მანძილზე მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში - 1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის აპრილამდე. 
  • შავი ზღვის ფლოტში სამსახურის შემდეგ, კადრების როტაციის გეგმის შესაბამისად, გაემგზავრა კამჩატკაზე საზღვაო ქვეითთა ცალკეული პოლკის მეთაურად.
  • 2019 წელს დაინიშნა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-20 გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის პოზიციაზე.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2021 წელს დაინიშნა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურად. ამ პოზიციაზე მან ჩაანაცვლა ოლეგ სენკოვი, რომელიც ბაზას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
  • 2021 წლის 16 აგვისტოს ყოველკვირეულ ონლაინ ჟურნალ „Звезда“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც კლიმენკო მე-7 სამხედრო ბაზაზე საუბრობს. ის განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურის თავისებურებები, მე-7 სამხედრო ბაზის ფუნქციები, ტექნიკური რესურსი, სამომავლო გეგმები და სხვ.
  • 2021 წლის 27 აგვისტოს გაუძღვა საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის, „არმია-2021“-ის გახსნის ცერემონიალს.