მთავარი ფიგურები

ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი გერასიმე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • გერასიმე, ერისკაცობაში ვიტალი შევცოვი, დაიბადა 1971 წლის 8 სექტემბერს ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1988-93 წლებში იგი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიურ სამძებრო უნივერსიტეტში სწავლობდა.
  • 1993-97 წლებში გერასიმე მოსკოვის სასულიერო სემინარიაში იღებდა განათლებას, ხოლო 1997-2001 წლებში - მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

სასულიერო კარიერა

  • 1997 წლის 17 აპრილს გერასიმე ბერად აღიკვეცა.
  • 1997 წლის 19 დეკემბერს იგი იეროდიაკვნად აკურთხეს.
  • 2000 წლის 18 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ წმ. სერგის სამების ლავრაში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
  • 2001-2005 წლებში იგი ასწავლიდა წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამხედრო ფაკულტეტზე.
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2005 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში სამონასტრო ძმობის დამყარების მიზნით, გერასიმე იაპონიაში გაიგზავნა. სამონასტრო საძმოს, რომელიც ტოკიოს აღდგომის ტაძარში ფუნქციონირებდა, გერასიმე 2006-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. 
  • 2020 წლის 25 აგვისტოს იგი წმ. სერგის სამების ლავრის ხაზინადრად დაინიშნა.
  • წმიდა სინოდის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იგი მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
  • პატრიარქ კირილე I-ის ბრძანებით, 2020 წლის 25 ნოემბერს წმ. მოწამე ბლასიუსის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
  • წმინდა სინოდის 2021 წლის 23-24 სექტემბრის გადაწყვეტილებით,  ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის წინამძღოლად დანიშნეს. მან ეპისკოპოსი ლეონიდი შეცვალა.
  • 2021 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა კირილე I-მა ეპისკოპოსად აკურთხა. ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიაში გერასიმე 23 ოქტომბერს ჩავიდა. მას პირადად შეხვდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაური სერგეი მენიაილო.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 6 იანვარს გერასიმემ შობა მიულოცა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს.
  • 2023 წლის 26 მაისს გერასიმე დე ფაქტო რესპუბლიკაში ძამბოლატ თედეევის მიწვევით იმყოფებოდა. მან სოფ. წორბისში მიმდინარე რელიგიური კომპლექსის მშენებლობა მოინახულა. მშენებლობას თედეევი აფინანსებს, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდან არის.
  • 2023 წლის 26 აგვისტოს გერასიმემ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დღე (2008 წლის 26 აგვისტო)  მიულოცა.