მთავარი ფიგურები

სერგეი გოლენკოვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი გოლენკოვი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია. მან 2021 წელს ამ პოსტზე სტანისლავ აფსავა შეცვალა.
  • გოლენკოვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება აქვს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 10 ივნისს რუსეთის ფედერაციის ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს საზღვრისპირა რეგიონების შინაგან საქმეთა ორგანოებისა და აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.
  • 2011 წლის 17 ნოემბერს სოხუმში მრგვალი მაგიდა - „უთხარი ნარკოტიკებს - არა!“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კულტურის ფონდი „სამართლიანობა. კეთილდღეობა. განვითარება“, მხარდამჭერი - აფხაზეთის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა. მრგვალი მაგიდის ფორმატში აფხაზეთში ნარკომანიის პრობლემა განიხილეს. გოლენკოვმა რუსეთში ნარკოტიკებთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა.
  • 2023 წლის 12 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა რუსეთის შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სამმართველოს უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ანდრეი შჩუროვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.