მთავარი ფიგურები

ალექსეი პოპოვი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ალექსეი პოპოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი და  რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია.
  • პოპოვი პერიოდულად მონაწილეობს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებში და კომენტარებს აკეთებს აღნიშნულ თემებზე.
  • 2021 წელს პოპოვმა ამ თანამდებობაზე ოლეგ რევა შეცვალა.
  • 2023 წლის 23 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რეგიონში რუსეთის „საელჩოს“ მრჩეველს, ალექსანდრე ჟუროვსა და პოპოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები შეშინებულები არიან იმ ფაქტით, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე - „ქვემო ზარამაგი“, რომლითაც უკავშირდება რეგიონი რუსეთს, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენჯერმე შეაჩერეს საქონლით დატვირთული სატვირთო მანქანები და არ შემოუშვეს დე ფაქტო რესპუბლიკაში. პოპოვმა კი განაცხადა, რომ გაგლოევის მიერ აღნიშნული პრობლემებს გადასცემდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს.