მთავარი ფიგურები

ევგენი გრაბჩაკი

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ზოგადი ბიოგაფიული ცნობები

  • ევგენი გრაბჩაკი დაიბადა 1981 წლის 18 ივლისს ქ. უსტ-ლაბინსკში, კრასნოდარის მხარეში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 2004 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი გამოყენებითი ფიზიკა-მათემატიკის განხრით.
  • 2014 წელს სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის გადაეცა 1-ლი ხარისხის ორდენი.
  • 2016 წელს გრაბჩაკი ღირსების ორდენის კავალერი გახდა, 2019 წელს კი მას „მეგობრობის ორდენი“ გადაეცა.

პროფესიული კარიერა

  • 2005-2009 წლებში გრაბჩაკი მუშაობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო კომპანიებში საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოების საქმიანობის მიმართულებით.
  • 2009-2010 წლებში იგი უფროსი სპეციალისტის თაამდებობას იკავებდა რეგიონთაშორის სადისტრიბუციო კომპანიათა ქსელში.
  • 2010-2013 წლებში გრაბჩაკი მუშაობდა ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისა და სოჭის, როგორც სამთო კურორტის განვითარების სახელმწიფო კორპორაციაში და სხვა და სხვა დროს იკავებდა წამყვანი ინჟინერის, პროექტის მენეჯერის, განყოფილების უფროსისა და დირექტორის თანამდებობებს.
  • 2013 წლის სექტემბრიდან იგი რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელია. 2013-2014 წლებში იგი იყო ელექტროენერგეტიკაში საოპერაციო კონტროლისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2014 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი, ამავე დეპარტამენტის დირექტორი. 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 9 ოქტომბერს გრაბჩაკმა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან სამუშაო შეხვედრაზე „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისა და ამ პროცესში აფხაზეთის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა.
  • 2021 წლის 29 აპრილს გრაბჩაკი მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ელექტროქსელების ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მოდერნიზაციის, საკითხი იყო.
  • 2021 წლის 2 სექტემბერს გრაბჩაკი აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე აფხაზეთის 2021 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსების საკითხი განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე.      
  • 2022 წლის 1-ელ თებერვალს გრაბჩაკი აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრა რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას ეხებოდა - რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობის ხელშეწყობას, კომერციული მოხმარების ელექტროენერგიის აღრიცხვის გასაუმჯობესებლად ქ. სოხუმში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების პროექტს და არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროგრამას.
  • 2022 წლის 21 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში იმყოფებოდა. მას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრაბჩაკი შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებისა და დაფინანსების მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთიდან აფხაზეთში შესულ ნავთობპროდუქტზე ფასების შემცირების, რუსეთ-აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მობილიზაციის საკითხზეც.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 2 სექტემბერს რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და გრაბჩაკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების შესახებ. დოკუმენტზე ხელმოწერა ელექტროენერგეტიკის სფეროში ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.