მთავარი ფიგურები

იანა ლანტრატოვა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო დუმაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის კოორდინატორი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • იანა ლანტრატოვა დაიბადა 1988 წლის 14 დეკემბერს ქ. ლენინგრადში (ამჟამინდელი სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 2011 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
  • 2012 წელს დაამთავრა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2019 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო მასზე უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს სანქციები აქვთ დაწესებული.
  • პერსონალური ვებგვერდი: lantratova.ru

პროფესიული კარიერა

  • 2005-2006 წლებში მედია საშუალებებსა და ახალგაზრდულ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მუშაობდა.
  • 2010-2013 წლებში სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ ახალგაზრდული გვარდიის სოციალური პროექტების განყოფილების უფროსი იყო.
  • 2012-2015 წლებში საზოგადოებრივ ორგანიზაცია „რუსეთის მოხალისეთა კავშირის“ თავმჯდომარეა.
  • 2015-2019 წლებში ადამიანის უფლებების საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი იყო.

პოლიტიკური კარიერა

  • 2017-2019 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივი პროექტების სამმართველოში არაკომერციულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის სფეროში მთავარი მრჩეველი იყო.
  • 2019-2021 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ინტეგრაციული პროექტების განვითარების დეპარტამენტში დსთ-ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ პროექტებს ხელმძღვანელობდა.
  • 2021 წელს მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმაში დეპუტატად აირჩიეს პოლიტიკური პარტია „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“ სიით. იგი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. იგი ასევე არის რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის ჩარევის ფაქტების გამოძიების კომისიის წევრი. იგი მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) კოორდინატორია.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 12 მარტს აფხაზეთში არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსით რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო ლანტრატოვაც.
  • 2022 წლის 22 მარტს სახელმწიფო დუმაში „აფხაზეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების“ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და სახელმწიფო დუმის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ლანტრატოვაც.
  • 2022 წლის 5 ოქტომბერს აფხაზეთის არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე  ლაშა აშუბა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაში ლანტრატოვაც მონაწილეობდა.
  • 2023 წლის 4 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ლანტრატოვას შეხვდა, რომელიც აფხაზეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ლანტრატოვამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრას აპირებს, რასაც ბჟანიამ მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ახალგაზრდების სწორ კალაპოტში მოქცევა უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას“.2023 წლის 4 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ლანტრატოვას შეხვდა, რომელიც აფხაზეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ლანტრატოვამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრას აპირებს, რასაც ბჟანიამ მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ახალგაზრდების სწორ კალაპოტში მოქცევა უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას“.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 8 აპრილს ლანტრატოვამ ცხინვალში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მხარდამჭერი“ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაში.
  • 2022 წლის 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ლანტრატოვა რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ფარგლებში, „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსით, არჩევნებს დაესწრო და შეფასებებიც გააკეთა. ლანტრატოვას შეფასებით, „საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში ჩატარდა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დამკვირვებლებმა სახელმწიფო დუმიდან ვერცერთი დარღვევა ვერ დააფიქსირეს.“
  • 2022 წლის 9 დეკემბერს ცხინვალში საბჭოთა კავშირის დაარსების 100 და დე ფაქტო პარლამენტის დაარსების 32 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. საპატიო სტუმრის სტატუსით ღონისძიებებში ლანტრატოვაც მონაწილეობდა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა უმასპინძლა. ლანტრატოვა გაგლოევს წარუდგინეს, როგორც ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელიც. 10 დეკემბერს სახელმწიფო დუმის დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა დე ფაქტო პარლამენტში. რუსი დეპუტატები დე ფაქტო სპიკერმა ალან ალბოროვმა მიიღო.
  • 2023 წლის 26 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა. დელეგაციის წევრი იყო ლანტრატოვაც, რომელიც „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვეს.
  • 2023 წლის 26 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა. დელეგაციის წევრი იყო ლანტრატოვაც, რომელიც „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვეს.