ახალი ამბები
რუსეთი და აფხაზეთი ნავთობპროდუქტებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმებაზე შეთანხმდნენ

2019 წლის 7 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ცვლილება შეეხება ნავთობპროდუქტების მიწოდებას საექსპორტო საბაჟო გადასახადის გარეშე, რის შედეგადაც წინასწარი საბაჟო გაფორმების რეჟიმი გაუქმდება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმ-2019-ის პლენარულ სხდომაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში ბგანბა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკსა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მ.შ. ალექსანდრ ბეგლოვსაც შეხვდა.

ვრცლადვრცლად
კრემლის კურატორის საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში

არსებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს დაგეგმილ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცხინვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი ესტუმრა. ფილატოვის ვიზიტი ოფიციალურად არ იყო დაგეგმილი. ფილატოვის ვიზიტის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, სოსლან კოკოევის ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი. კოკოევის მიერ 7 ივნის გადაღებულ ფოტოში ფილატოვიც ამოიცნეს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსული ენის დღე აღნიშნეს

2019 წლის 6 ივნისს ცხინვალში რუსული ენის საერთაშორისო დღე და ცნობილი რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის დაბადებიდან 220-ე წლისთავი აღნიშნეს. რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება ცხინვალში ყოველწლიურად იმართება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი რუსული საკრუიზო გემის მისაღებად ემზადება

2 ივნისიდან აფხაზეთის უწყებათაშორისმა დელეგაციამ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ქალაქში (სოჭი, ნოვოროსიისკი, იალტა), სადაც საკრუიზო თბომავალი „კნიაზ ვლადიმირ“ შეივლის. აფხაზური მხარის განცხადებით, სოხუმის პორტის ინფრასტრუქტურის მომზადებასთან დაკავშირებული ბევრი ტექნიკური საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროებმა ცხინვალის რეგიონში, ძარცემის პოლიგონზე, ახალ სასწავლო წელს პირველი პრაქტიკული სწავლებები დაიწყეს. სამხედრო ბაზის ყველა დანაყოფი სამი თვის განმავლობაში საბრძოლო მომზადების სრულ კურსს ახალი მეთოდიკით გაივლის.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია სრულდება

აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დისპანსერიზაცია 2019 წლის 5 აპრილს გალის რაიონიდან დაიწყო და 10 ივნისს გაგრის რაიონში დასრულდება. დისპანსერიზაცია უკვე ჩატარდა გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში, ასევე სოხუმსა და ახალ ათონში. გაგრის რაიონში დისპანსერიზაცია 4-10 ივნისს ჩატარდება.

ვრცლადვრცლად
ხაჯიმბამ რუსეთის პატრიარქს მიმართა

2019 წლის 4 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პატრიარქ კირილს თხოვნით მიმართა, დოროფეი დბარს ღვთისმსახურებაზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნას. 2011 წელს მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსმა აკრძალვა დაუწესა ახალი ათონის მონასტერში მოღვაწე დოროფეი დბარს და ანდრეი ამპარს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის დაფინანსებით ხელფასები გაიზრდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოხელეების გარკვეულ კატეგორიას ხელფასი 12%-მდე გაეზრდებათ. ხელფასის მომატება შეეხებათ მეცნიერების, განათლების, სპორტის, კულტურისა და მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებულ სახელმწიფო მოხელეებს. ხელფასის მომატების ყოველწლიური პროცედურა 2015 წლის რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისი შეთანხმების  ფარგლებში ხორციელდება.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: მაისის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის მაისში, წინა თვეებთან შედარებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნების რაოდენობამ იკლო. თუმცა, სლავური დამწერლობისა და კულტურის დღესთან და 9 მაისთან დაკავშირებით, სოხუმსა და ცხინვალში არაერთი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის მაისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემა პრაქტიკულად დასრულდა

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალისა არძინბამ მედიასთან ინტერვიუში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით:

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის ბიუჯეტი რუსული დახმარების ხარჯზე გაიზრდება

2019 წლის 31 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. დე ფაქტო ფინანსთა მინისტრ ჯანსუღ ნანბას განცხადებით, 2019 წელს ბიუჯეტის გასავალი შეადგენს 8 მლრდ 932 მლნ რუბლს, შემოსავალი კი - 8 მლრდ 111 მლნ რუბლს.

ვრცლადვრცლად
გადადგა თუ არა ვლადისლავ სურკოვი?

2019 წლის 27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. სურკოვი კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის მიმართულების კურატორია. ინფორმაცია რუსეთში პოპულარული ტელეგრამ-არხის - „Незыгар“-ის საშუალებით გავრცელდა. „Незыгар“ კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო რესურსია, სადაც კულუარული ინფორმაციები მედიაში მოხვედრამდე ქვეყნდება. სურკოვის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.  

ვრცლადვრცლად
რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 133 მლნ რუბლით დაეხმარება

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 133 მლნ რუბლით დაეხმარება. აღნიშულის შესახებ 2019-2021 წლების რუსეთის ბიუჯეტშია საუბარი, რომელიც მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსეთის სასწავლებლებისთვის მომავალ სამხედროებს შეარჩევენ

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისგან დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების მიღება 5 ივნისს დასრულდება. მსურველები რამდენიმე ეტაპიან კონკურსს გაივლიან. კანდიდატების შერჩევას კომისია უზრუნველყოფს, რომელსაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ფედოროვი ხელმძღვანელობს.

ვრცლადვრცლად