ახალი ამბები
ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 29 მაისს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაური ვიაჩესლავ ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა. ბითაროვმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მიღების 27-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბითაროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტი პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მინისტრებს შეხვდა

2019 წლის 27-28 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვს ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი  რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
რუსმა მესაზღვრეებმა 101-ე წლისთავი აღნიშნეს

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოებისთვის 2019 წელი საზეიმო თარიღებით არის გადატვირთული. სასაზღვრო სამმართველოები წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქმიანობის ათი წლისთავს და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყოფილი კურატორი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

2019 წლის 27 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ოლეგ გოვორუნი „ДОМ.РФ“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გოვორუნმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპრილში დატოვა. გოვორუნი 2013-2019 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღეს აღნიშნავენ

ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღის აღნიშვნა დაიწყეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად საზეიმო ღონისძიებები იმართება. რეგიონის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დღესთან დაკავშირებით, კვირის განმავლობაში, საერთო სასკოლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

ვრცლადვრცლად
აფხაზ მუსლიმებს ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსლიმები ესტუმრნენ

რუსეთის ფედერაციის ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლები, სამმართველოს მუფთის მოადგილის, იბრაგიმ შხალახოვის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო მიზნებით აფხაზეთს ესტუმრნენ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ ვორონეჟს ესტუმრა

რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევთან თანამშრომლობის პერსპექტივები და სამთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტი განიხილა. შეხვედრა ვორონეჟში გაიმართა.

ვრცლადვრცლად
ლავროვმა ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ დააჯილდოვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანებით, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი  სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „ურთიერთქმედებისათვის“ დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია 21 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ჯილდო გასიევს ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინმა გადასცა.

ვრცლადვრცლად
ბიბილოვი რუს გამნაღმელებს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმელთა ჯგუფს შეხვდა. სამინისტროს განსაკუთრებული რისკის სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრის - „ლიდერ“-ის სპეციალისტები ცხინვალის რეგიონში, ძარის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე  განაღმვას ახორციელებენ. ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, აღმოჩენილია და განადგურებულია 74 ფეთქებდასაშიში საგანი.

ვრცლადვრცლად
ბიბილოვმა და კოშინმა საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს

2019 წლის 23 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან შეხვედრაზე განიხილა. კოშინი, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვრცლადვრცლად
აფხაზურ შეთანხმებას რუსეთი გაგებით ეკიდება

2019 წლის 21 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღის გადატანასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგებით მოეკიდნენ. ამის შესახებ განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსეი ჩესნაკოვმა, რომელიც ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოსთან დაახლოებულ პირად ითვლება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამმართველოს საკურატოროა.

ვრცლადვრცლად
სამხრეთის სამხედრო ოლქში დიდი ფორუმი გაიმართება

2019 წლის 28-30 ივნისს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი გაიმართება, სადაც შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე სახეობების საბრძოლო შესაძლებლობებს წარმოადგენენ. ჩვენება რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისა და სომხეთის გარდა, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზეც გაიმართება.

ვრცლადვრცლად
კარასინმა ჟენევის დისკუსიების შესახებ ისაუბრა

2019 წლის 20 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორმა, გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. საუბრის დროს მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი, მომზადების საკითხზე.

ვრცლადვრცლად
გუდაუთის რაიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას ასწავლიან

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში „რუსეთის სოფლის მეურნეობის ცენტრის“ („როსსელხოზცენტრ“) წარმომადგენლობის სპეციალისტები აფხაზეთის მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატების უსაფრთხო გამოყენებას შეასწავლიან. სპეციალისტებმა შეხვედრები გუდაუთის რაიონიდან დაიწყეს, სადაც სოფლის მოსახლეობას ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება ასწავლეს. ეს რაიონში რუსი სპეციალისტების მესამე ვიზიტია. გუდაუთის რაიონმა უკვე მიიღო 600 ლიტრი ქიმიკატი.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა საქმიანობის დასრულება აღნიშნა

2019 წლის 17 მაისს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის მე-6 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტმა საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა გამართა. სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმებისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას წარმომადგენლები. სტუმრებს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა პეტრ გასიევმა უმასპინძლა.

ვრცლადვრცლად