ახალი ამბები

Tag: ოლეგ გოვორუნი

დაბრუნება სრულ სიაზე
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყოფილი კურატორი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

2019 წლის 27 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ოლეგ გოვორუნი „ДОМ.РФ“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გოვორუნმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპრილში დატოვა. გოვორუნი 2013-2019 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო.

ვრცლადვრცლად
კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა: ვინ არის ალექსეი ფილატოვი

2019 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი ფილატოვი დაინიშნა. ამავე ბრძანებით თანამდებობა დატოვა სამმართველოს უფროსმა ოლეგ გოვორუნმა, რომლის გადადგომის შესახებ ხმები 4 აპრილს გავრცელდა. ღია წყაროებში ფილატოვის შესახებ მწირი ინფორმაციაა, თუმცა არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი კარგად იცნობს ცხინვალის რეგიონს.

ვრცლადვრცლად
კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი გადადგა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ოლეგ გოვორუნი თანამდებობას ტოვებს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, იგი „ოჯახური გარემოების გამო ტოვებს კრემლს, მის ადგილს კი სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკავებს“.

ვრცლადვრცლად