ახალი ამბები

ედუარდ ბუტბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება

2021 / 11 / 16

აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრი“ ედუარდ ბუტბა მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. ის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან დე ფაქტო რესპუბლიკის წამლებით მომარაგებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავს.

მხარეები ისაუბრებენ სოხუმში თანამედროვე კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის, აფხაზური QR-კოდების აღიარებაზე. ასევე განიხილავენ აფხაზეთის წამლებით მომარაგების საკითხს. ამ ეტაპზე აფხაზეთი საკმარისი რაოდენობის წამლებს რუსეთისგან იღებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დატვირთვით მუშაობენ სამკურნალო დაწესებულებები, სასურველია, წამლების იმპორტი გაიზარდოს.

როგორც ბუტბამ აღნიშნა, თურქეთში აფხაზური დიასპორა ასევე აქტიურად ეხმარება „რესპუბლიკას“. მიუხედავად ამისა, აფხაზეთი კორონავირუსის სამკურნალო ძვირადღირებული წამლების დეფიციტს განიცდის.

Go BackGo Back