ახალი ამბები

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ცხინვალში

2022 / 09 / 13

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ძირითადი მიზანი „ცხინვალის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამის“ რამდენიმე პუნქტის დეტალური განხილვა იყო.

რუსული მხარის განცხადებით, მათ მთავარი მიზანი ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაა. ამჯერადაც, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რასაც ვოლვაჩის ცხინვალში ვიზიტი უკავშირდება, რუსული ინვესტიციების ხარჯზე რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. როგორც ვოლვაჩმა შეხვედრისას განაცხადა, რუსეთის პარტნიორობა ცხინვალის რეგიონთან სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, შესაბამისად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს მსხვილ რუსულ ბანკებთან მოლაპარაკებას ცხინვალის რეგიონში ინვესტიციების განსახორციელებლად.

ვოლვაჩმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად სავაჭრო ურთიერთობები, შესაბამისად ექსპორტ-იმპორტის გაზრდა და საბაჟო სფეროს ჰარმონიზაცია დაასახელა.

Go BackGo Back