ახალი ამბები

შეხვედრა რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელთან

2023 / 01 / 31

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი შეხვდა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს, კონსტანინე კოზლოვს.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა ე.წ. საზღვარზე საბაჟო პუნქტების მნიშვნელობა დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.  

Go BackGo Back