ახალი ამბები

ბჟანია რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

2023 / 02 / 24

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვსა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ნოვაკს. ნოვაკი მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის, გაზიფიცირებისა და ინვესტიციების დაცვის საკითხი. გარდა ამისა, შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ბჟანია მოსკოვში 14 თებერვლიდან იმყოფება. 19 თებერვალს იგი შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს, რომელიც საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

Go BackGo Back