ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრისა და რუსეთის შს მინისტრის მოადგილეების შეხვედრა

2024 / 02 / 19

16 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი, რობერტ კიუტი რუსეთის შს მინისტრის მოადგილეს, სტატს-მდივანს, იგორ ზუბოვს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა „უწყებებს“ შორის თანამშრომლობის საკითხები.

ზუბოვთან შეხვედრის შემდეგ კი, კიუტი შეხვდა ანდრეი ხრაპოვს, რუსეთის შს მინისტრის მოადგილეს. შეხვედრაზე განიხილეს ძალოვან უწყებათა მიერ ძებნილ პირთა სამძებრო საქმიანობაში თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხი. ასევე, საუბარი წარიმართა ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებასთან ბრძოლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე - „სირიუსი“ თებერვალში გასამართ ახალგაზრდების საერთაშორისო ფორუმის უსაფრთხოების დაცვას.

Go BackGo Back