ახალი ამბები

ალან გაგლოევისა და დიმიტრი კოზაკის შეხვედრა

2024 / 04 / 03

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. 2 აპრილს გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილებოდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობას. პროგრამის მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება. 

Go BackGo Back