მთავარი ფიგურები

მაქსიმ სმირნოვი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი

პროფესიული კარიერა

  • 2015 წლის თებერვალს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში ანტონ მელნიკის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნის შემდეგ, სმირნოვი დეპარტამენტს დირექტორის მოადგილედ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“ ურთიერთქმედების საკითხების განყოფილების უფროსად დაინიშნა.
  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ანტონ მელნიკი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, რის შემდეგაც სმირნოვი სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა                                                        

  • 2021 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის დელეგაციასთან ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე“, საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასა და ე.წ. „საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე“ იმსჯელეს. რუსეთის დელეგაციას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები იყვნენ: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანტონ მელნიკი და სმირნოვი. 24 აგვისტოს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალსა და კვაისაში მშენებარე პროექტები მოინახულა.
  • 2022 წლის 23 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა რუსეთის დელეგაცია მიიღო, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო. დელეგაციის წევრები იყვნენ ანტონ მელნიკი და სმირნოვი. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხებიც განიხილეს.