მთავარი ფიგურები

ანდრეი კუდიმოვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი

სამხედრო კარიერა

  • აფხაზეთში დანიშვნამდე პოლკოვნიკი ანდრეი კუდიმოვი რუსეთის ფედერაციის სახალინის ოლქში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო.
  • 2019 წლის 15 მაისს სახალინის ოლქში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დღე აღნიშნეს. 1925 წელს ამ დღეს მესაზღვრეებმა სახალინის ჩრდილოეთის საზღვრების დაცვა პირველად დაიწყეს. ღონისძიებაში სამმართველოს თანამშრომლები და ვეტერანი-მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს საზეიმო სიტყვით მიმართა კუდიმოვმა.
  • 2019 წლის 22 სექტემბერს სახალინის უკიდურეს სამხრეთ წერტილში აღმართული ჯვარი აკურთხეს. ჯვარის აღმართვაში სასაზღვრო სამმართველოს მესაზღვრეებმა მიიღეს მონაწილეობა. საზეიმო ღონისძიებაში კუდიმოვმაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2021 წლის 21 იანვარს აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. „ელჩმა“ ბჟანიას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი უფროსის რანგში კუდიმოვი წარუდგინა. შეხვედრაზე დე ფაქტო საზღვარზე სერიოზული პრობლემების არარსებობის საკითხს გაუსვეს ხაზი. კუდიმოვმა ალექსეი ტრუბეცკი შეცვალა, რომელიც ამ პოსტზე 2018 წლიდან მსახურობდა.
  • კუდიმოვი გენერალ-მაიორია.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 8 აპრილს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში 2011 წლის 8 აპრილს გალის რაიონში დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის, ვ. კვიტკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში კუდიმოვთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომლები და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
  • 2021 წლის 30 აპრილს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 12 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში კუდიმოვიც მონაწილეობდა.
  • 2021 წლის 28 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კუდიმოვს „მესაზღვრის“ პროფესიული დღე მიულოცა.
  • 2021 წლის 30 სექტემბერს კუდიმოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.
  • 2022 წლის 30 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კუდიმოვს მესაზღვრეების პროფესიული დღე მიულოცა.
  • 2022 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ - მიხაილ შურგალინს. შეხვედრისას განიხილებოდა ორ „სახელმწიფოს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა და სამხედრო სფეროში სპეციალურ სამსახურთა კოორდინირებული მუშაობა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - ივან გრებენკინმა და კუდიმოვმა.
  • 2023 წლის 29 სექტემბერს კუდიმოვმა „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ გამარჯვების 30 წლისთავი (აღნიშნავენ 30 სექტემბერს) დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიულოცა.