მთავარი ფიგურები

ევგენი რაგოზინი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი 

პროფესიული კარიერა

  • 2021 წლიდან რაგოზინი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია. მან ამ პოსტზე სტეპან დროზდოვი შეცვალა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 20 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს „უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღე“ მიულოცა. ბიბილოვი პირადად შეხვდა კომიტეტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. ღონისძიებაში რაგოზინიც მონაწილეობდა, რომელმაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის სახელით მიულოცა „კომიტეტის“ თანამშრომლებს.
  • 2022 წლის 3 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 19 წლისთავი მიულოცა. ღონისძიებაში რაგოზინიც მონაწილეობდა, რომელმაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელების სახელით მიულოცა „სამსახურის“ თანამშრომლებს.
  • 2023 წლის 2 მარტს  ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში“ ყოველწლიური გაფართოებული კოლეგია ჩატარდა, სადაც „კომიტეტის“ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს და 2023 წლის პრიორიტეტები განსაზღვრეს. „კომიტეტის“ თავმჯდომარე ოლეგ შირანმა მოხსენება გააკეთა პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ვითარებაზე, ცხინვალის რეგიონში არსებულ ოპერატიულ მდგომარეობასა და „კომიტეტის“ ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის 2022 წლის შედეგებზე. შეხვედრას რაგოზინიც ესწრებოდა.
  • 2023 წლის 21 ივნისს, „საგარეო საფრთხეების პრევენციის მიზნით“ ცხინვალში ძალოვანი უწყებების ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომელსაც დე ფაქტო ლიდერების გარდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის რაგოზინიც.
  • 2023 წლის 30 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსების მე-14 წლისთავი აღნიშნეს. რუს მესაზღვრეებს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც მიულოცა. შეხვედრას რაგოზინიც ესწრებოდა.
  • 2023 წლის 20 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი „სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ღონისძიებას ესწრებოდა რაგოზინიც. გაგლოევმა რაგოზინი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.