ფედორ სიგაევი
აფხაზეთში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- ფედორ სიგაევი აფხაზეთში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორია. მან ამ თანამდებობაზე მილიციის პოლკოვნიკი რუსლან სანგულია შეცვალა, რომელიც 2018 წლის 3 ოქტომბრიდან იყო ამ თანამდებობაზე. მანამდე ცენტრის დირექტორი ბესლან ფარულუა იყო, რომელიც 2017 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.
- სიგაევი პოლიციის პოლკოვნიკია.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2021 წლის 10 ივნისს რუსეთის ფედერაციის ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს საზღვრისპირა რეგიონების შინაგან საქმეთა ორგანოებისა და აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრაში სიგაევიც მონაწილეობდა.