მთავარი ფიგურები

სემიონ გრიგორიევი

რუსეთის ფედერაციისელჩიაფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სემიონ გრიგორიევი დაიბადა 1960 წლის 1 ივლისს, ქ. მოსკოვში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1983 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
  • 2019 წლის 8 თებერვალს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
  • 2012 წლიდან აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებით/მედლით: „ახძ-აფშას“ I და II ხარისხის ორდენებით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლით - „დამსახურებისთვის“.
  • რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მას კარგ დიპლომატად და აღმოსავლეთის საქმეების კარგ მცოდნედ მიიჩნევენ
  • საუბრობს ინგლისურ, სპარსულ, პუშტუსა და დარის ენებზე.

დიპლომატიური კარიერა

  • 1983 წელს დიპლომატიური კარიერა დაიწყო ავღანეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში.
  • 1987-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოში მუშაობდა უფროსი რეფერენტის, ატაშეს თანამდებობებზე.
  • 1990-1997 წლებში ირანში, ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის საელჩოში მე-3, მე-2 და პირველი მდივნის თანამდებობებზე მუშაობდა.
  • 1997-2000 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მე-3 დეპარტამენტში ირანის განყოფილებაში ჯერ მრჩეველი, შემდეგ ირანის განყოფილების უფროსი იყო.
  • 2000-2001 წლებში ტაჯიკეთში ეუთოს მისიაში პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა.
  • 2001-2003 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მე-3 დეპარტამენტში ირანის განყოფილებაში ჯერ მრჩეველი, შემდეგ განყოფილების უფროსი იყო.
  • 2003-2006 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. კურირებდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე მუშაობდა.
  • 2006-2008 წლებში ავღანეთში რუსეთის საელჩოში მრჩეველ-დესპანი იყო.
  • 2008 წლის თებერვალ-დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. კურირებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობებს.
  • 2008 წლის 25 ოქტომბრდან 2018 წლის 30 მარტამდე რუსეთის პირველი „ელჩი“ იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს 2008 წლის 16 დეკემბერს გადასცა. 2009 წლის 9 თებერვალს რუსეთის მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ ოფიციალურად დაფუძნდა. 2009 წლის 30 აპრილს გრიგორიევი ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა, რითაც „საელჩოს“ საქმიანობა დაიწყო
  • 2018 წელს გრიგორიევი ალექსეი დვინიანინმა შეცვალა.
  • 2018 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის აგვისტომდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერაციის სუბიექტებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთოებების დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • 2022 წლის 16 აგვისტოს გრიგორიევი ტაჯიკეთში რუსეთის ელჩად დანიშნეს.