მთავარი ფიგურები

სერგეი კომისაროვი

ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • კომისაროვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოში“ პირველი მდივანი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

კარიერა „როსსოტრუდნიჩესტვოში“

  • 2023 წლის აგვისტოში კომისაროვი დაინიშნა ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. მან ამ პოსტზე სერგეი სკვორცოვი შეცვალა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში ხუთწლიანი მოღვაწეობა 2023 წლის ივლისში დაასრულა.
  • 2023 წლის 22 აგვისტოს კომისაროვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს წარუდგინა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.
  • 2023 წლის 14 ნოემბერს კომისაროვი რეგიონში რუს თანამემამულეთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - „როსი“ თავმჯდომარეს, სვეტლანა კოტაევას შეხვდა. კოტაევა დე ფაქტო რესპუბლიკაში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა. მან მონაწილეობა მიიღო რუსულენოვან ქალთა მსოფლიო ფედერაციის II ასამბლეაზე, რის შემდგომაც გაუზიარა კომისაროვს შთაბეჭდილებები. კოტაევა გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსი თანამემამულეებისთვის რეგიონში განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ხორციელდება. კომისაროვმა მოუწონა კოტაევას ინიციატივა და აღნიშნა განათლების მნიშვნელობა, რათა „ახალ თაობას არ დაავიწყდეს რუსი და ოსი ხალხის ისტორია“.