ახალი ამბები

Tag: ფედერაციის საბჭო

დაბრუნება სრულ სიაზე
ცხინვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი სერგეი ცეკოვია.

ვრცლადვრცლად
რუსი დეპუტატების დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. დელეგაციის თავმჯდომარეა ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი, ხოლო დელეგაციის წევრები: ფედერაციის საბჭოს წევრები კრიმ კაზანაკოვი და ოლეგ სელეზნიოვი და სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი.

ვრცლადვრცლად
ანატოლი ბიბილოვი რუს სენატორებს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაურ ვიაჩესლავ ბითაროვისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს წევრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური სფეროს განვითარების საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში საკანონმდებლო დონეზე 2020 წლის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა გაიმართა, სადაც 2020 წლის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ.

ვრცლადვრცლად
რუსი დეპუტატები აფხაზეთს ესტუმრნენ

2019 წლის 11 ოქტომბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა.  რუს სტუმრებს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი კვარჩია და დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა შეხვდნენ.

ვრცლადვრცლად
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანამშრომლები ცხინვალს ესტუმრებიან

რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრებიან, სადაც ადგილობრივ თანამშრომლებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსი სენატორი „არჩევნების“ მეორე ტურს დააკვირდა

აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 8 სექტემბერს ჩატარდა, პირველი ტურისგან განსხვავებით, დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა დაესწრო. დამკვირვებელთა შორის იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუს დეპუტატებს მიმართვა გაუგზავნა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა სოფ. წნელისთან ქართული საგუშაგოს გახსნის საკითხზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს მიმართა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის დელეგაციამ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების საფლავები მოინახულა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებმა, რომლებიც 2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან, აფხაზეთის ორი დე ფაქტო პრეზიდენტის საფლავს მიაგეს პატივი.რუსეთის დელეგაციამ ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავები მოინახულა.

ვრცლადვრცლად
რუსი სენატორები აფხაზურ „არჩევნებს“ დააკვირდებიან

2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. დელეგაციის წევრები იქნებიან: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარიტ მუხამეტშინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ კოზლოვი, ამავე კომიტეტიდან სენატორი, ყირიმის წარმომადგენელი ოლგა კოვიტიდი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი.

ვრცლადვრცლად