ახალი ამბები

Tag: ყაზბეგ ტაისაევი

დაბრუნება სრულ სიაზე
აფხაზეთის „პარლამენტის“ დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში

12 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით, მოსკოვში მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში - „პოლიტიკური პარტიების ბლოკებისა და ფრაქციების ურთიერთქმედების როლი დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაში“.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის „პარლამენტის“ სპიკერის ვიზიტი რუსეთის დუმაში

რუსეთის სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ სამუშაო შეხვედრა გამართა. აშუბა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეს, პეტრე ტოლსტოისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ყაზბეგ ტაისაევს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
ყაზბეგ ტაისაევი აფხაზეთს ესტუმრა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის  წევრი ყაზბეგ ტაისაევი აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. იგი სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანია.

ვრცლადვრცლად
რუსი დეპუტატების დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. დელეგაციის თავმჯდომარეა ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი, ხოლო დელეგაციის წევრები: ფედერაციის საბჭოს წევრები კრიმ კაზანაკოვი და ოლეგ სელეზნიოვი და სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყაზბეკ ტაისაევი.

ვრცლადვრცლად
რუსი დეპუტატი ცხინვალს ესტუმრა

20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის გამოცხადების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრი ყაზბეგ ტაისაევიც დაესწრო.

ვრცლადვრცლად