ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 12 / 02

გამოცემა N27 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიგანთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციისმიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლისპოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრობაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდანრუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრომოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგსაბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

***საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაერთიანებული წვრთნები რუსი სამხედროების მონაწილეობით ნოემბერში არ ჩატარებულა.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წვრთნები

  • რეზერვისტებმა, სოხუმიდან და გუდაუთიდან, ოკუპირებულ სოფ. ეშერაში ივარჯიშეს და საცეცხლე მომზადება გაიარეს.

სხვა საქმიანობა

  • დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის თადაცვისუნარიანობის განმტკიცების პერსპექტივების განსახილველად ვიცე-პრემიერ სერგეი პუსტოვალოვს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძღვანელი და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილეც. ანქვაბმა კოლეგებს სამინისტროს ბალანსზე არსებული სამხედრო ინვენტარის აღრიცხვა და სამხედრო ინფასტრუქტურის შემოწმება დაავალა.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სფეროში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან თანამშრომლობა

  • 14-17 ნოემბერს დე ფაქტო თავაცვის სამინისტროს დელეგაცია, ე.წ. თავდაცვის მინისტრ მარატ პავლოვის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს -კონტრადმირალ ვლადიმერ ვორობიოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებს შორის არსებული შეთანხმებების განმტკიცებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში („ЮОГУ“) სამხედრო კათედრის გახსნის საკითხზე დაისვა.

მარატ პავლოვისა და ვლადიმერ ვორობიოვის შეხვედრა. წყარო: alaniamil.org

დე ფაქტო შეიარაღებული ძალების  წვრთნები

  • 1-ელ ნოემბერს ცხინვალის რეგიონის თავდაცვის ძალების მომსახურებისა და მომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა საცეცხლე მომზადებაში წვრთნები გაიარეს.
  • დე ფაქტო თავადცვის ძალების ქვედანაყოფების სერჟანტებმა და მეთაურებმა საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური გადამზადება გაიარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის ძალების ახალწვეულებმა საველე წვრთნები გაიარეს.

სხვა საქმიანობა

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულებისბატალიონის სამხედროებმა ლურჯი ჩაფხუტის ტარების უფლების საკვალიფიკაციოგამოცდები ჩააბარეს. მათ ლურჯი ჩაფხუტები დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმა საზეიმოდ გადასცა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.