ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს შეხვდა

2022 / 09 / 20

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელთან, ზალინა კობესოვასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ჯანსუღ ნანბაც.

შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასლან ბჟანიამ გამოთქვა იმედი, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა გაძლიერდება.

ზალინა კობესოვას თანახმად კი, მნიშვნელოვანი იქნება უკეთესი კომუნიკაციის დამყარება დე ფაქტო მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის.

Go BackGo Back