ახალი ამბები

ალან გაგლოევი დიმიტრი კოზაკს შეხვდა

2023 / 05 / 31

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

გაგლოევმა და კოზაკმა ორმხრივ თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკის რაიონების გაზიფიცირების გეგმა და „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების ზრდა, რასაც ნაწილობრივ რუსეთი აფინანსებს.

Go BackGo Back