ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დენის გონჩართან

2023 / 10 / 20

17 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს, დენის გონჩარს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობას კურირებს. გონჩარი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა რეგიონული უსაფრთხოებისა და რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმა”, რომელსაც ხელი მოაწერეს 3 ოქტომბერს ქ. სოჭში ჯიოევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

.

Go BackGo Back