რუსეთის სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ სამუშაო შეხვედრა გამართა. აშუბა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეს, პეტრე ტოლსტოისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ყაზბეგ ტაისაევს შეხვდა.