ახალი ამბები

გაგლოევის შეხვედრა რუსეთის შს სამინისტროში

2022 / 06 / 17

16 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის შს მინისტრის მოადგილეს იგორ ზუბოვს შეხვდა. ზუბოვი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრაზე 2015 წლის 18 მარტს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების საკითხები განიხილეს. ამავე დროს შეხვედრაზე შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების, კადრების მომზადებისა და სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი ასევე შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს -მაქსიმ რეშეტნიკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს - სერგეი ლავროვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - დიმიტრი კოზაკს.

Go BackGo Back