ახალი ამბები

ბჟანიას შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

2022 / 07 / 28

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და მისი მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.

ბჟანია 27 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

 

 

Go BackGo Back