ახალი ამბები

სერგეი კომისაროვი რუს თანამემამულეს შეხვდა

2023 / 11 / 15

14 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი რეგიონში რუს თანამემამულეთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - „როსი“ თავმჯდომარეს, სვეტლანა კოტაევას შეხვდა.

კოტაევა დე ფაქტო რესპუბლიკაში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა. მან მონაწილეობა მიიღო რუსულენოვან ქალთა მსოფლიო ფედერაციის II ასამბლეაზე, რის შემდგომაც გაუზიარა კომისაროვს შთაბეჭდილებები. კოტაევა გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსი თანამემამულეებისთვის რეგიონში განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ხორციელდება.

„რუსული სახლის“ თავმჯდომარემ მოუწონა კოტაევას ინიციატივა და აღნიშნა განათლების მნიშვნელობა, რათა „ახალ თაობას არ დაავიწყდეს რუსი და ოსი ხალხის ისტორია“. მხარეები შეთანხმდნენ ღონისძიების ჩატარებაზეც, რომელიც პატრიოტულ თემატიკას მიეძღვნება .

Go BackGo Back