ახალი ამბები

სერგეი კომისაროვის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2023 / 11 / 17

16 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) წარმომადგენელი, სერგეი კომისაროვი „რესპუბლიკურ ბავშვთა ბიბლიოთეკაში“ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო პროექტის - „არტეკის ადამიანების“ რამდენიმე ნაკადის მონაწილეები იყვნენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „რუსული სახლის“ მიერ სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები არტეკში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა „არტეკის ბანაკში“ მიემგზავრებიან. დე ფაქტო რესპუბლიკების გარდა, პროგრამა 50-მდე ქვეყანაში ტარდება და წინ უძღვის 2025 წელს „ბანაკის“ საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას.

მოსწავლეებთან შეხვედრისას კომისაროვმა გამოთქმა ინიციატივა, რომ შეიქმნას „არტეკელების საზოგადოებრივი მოძრაობა“, რომელშიც გაწევრიანდებიან ახალგაზრდები და „შთამომავლებს მოუყვებიან ლეგენდარული ცენტრის დაუჯერებლად საინტერესო სამყაროს შესახებ“.

Go BackGo Back