ახალი ამბები

Tag: კურატორები

დაბრუნება სრულ სიაზე
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: 2021 წლის ძირითადი ტენდენციები

2021 წელს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა - ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი სერგეი ნაზაროვი გახდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პასუხისმგებელი სამმართველოს უფროსად იგორ მასლოვი დაინიშნა, არაერთი ცვლილებაა უსაფრთხოების სექტორშიც.

ვრცლადვრცლად
კურატორის ცვლილება: ვლადიმირ ჩერნოვი იგორ მასლოვმა შეცვალა

2021 წლის 2 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად იგორ მასლოვი დაინიშნა. მასლოვმა ვლადიმირ ჩერნოვი შეცვალა. სამმართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით მუშაობს, 2005-2013 წლებში კი, განსაკუთრებით აქტიური იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

ვრცლადვრცლად
კურატორის ცვლილება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2021 წლის 20 იანვრის ბრძანებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - ინფოგრაფიკა

2020 წლის 21 იანვარს გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, რომლის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება და პროგრამების შესრულების მონიტორინგი. ცვლილებების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. იხ. ინფოგრაფიკა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორების შესახებ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები - ინფოგრაფიკა

რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. იხ. ინფოგრაფიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორების შესახებ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: ვინ წავიდა და ვინ მოვიდა

2020 წელს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მრავალწლიანი კურატორობის შემდეგ თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის გავლენიანმა თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა, მთავრობაში ვიტალი მუტკო ახალმა ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა შეცვალა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო კი გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეითავსა. სტატიაში მოკლედ განვიხილავთ თუ რა ცვლილებები განხორციელდა 2020 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: საკადრო სიახლეები

2020 წლის 7 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა ყოფილი მინისტრი, სერგეი ჩებოტარევი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: 2019 წლის ძირითადი ტენდენციები

2019 წელს რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებისა და რუსული დაფინანსების ხარჯვის კონტროლის კუთხით გაძლიერდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კი, მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით ინარჩუნებს გავლენას. სტატიაში მოკლედ განვიხილავთ 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.

ვრცლადვრცლად