მთავარი ფიგურები

სერგეი ბოვენკო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ბოვენკო დაიბადა 1977 წლის 26 აპრილს.
  • რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 8 ივნისის ბრძანებით მიენიჭა რუსეთის ფედერაციის მე-2 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის  საკლასო ჩინი.

პროფესიული კარიერა

  • დიმიტრი კოზაკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობის (2008-2020) პერიოდში ბოვენკო გარკვეული პერიოდი კოზაკის თანაშემწე იყო.
  • დიმიტრი კოზაკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ (2020 წლის 24 იანვარი) ბოვენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე კოზაკი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებსა და უკრაინასთან ურთიერთობებს კურირებდა, რაშიც მას ბოვენკოც ეხმარებოდა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და  სერგეი ბოვენკო.