აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ედგარ გვაზავას ახალი, საავტორო პროექტის - „მულტიპოლარულობა“ ფარგლებში, პირველი ინტერვიუ ევგენი პრიმაკოვთან შედგა. პრიმაკოვი დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) თავმჯდომარეა და რუსეთის "რბილი ძალის" განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი, აგუნდა პლიევა იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში და შეხვდა „კოლეგას“, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს, მიხაილ მურაშკოს.
ოკუპირებული აფხაზეთიდან გრძელდება აგროპროდუქტების ექსპორტი რუსეთში. დღევანდელი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილია 35 ათასი ტონა მანდარინი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 19 ათას ტონას უდრიდა.