ახალი ამბები

Tag: გრიგორი კარასინი

დაბრუნება სრულ სიაზე
ალან ალბოროვის ვიზიტი რუსეთში

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი 15-17 მარტს რუსეთში იმყოფებოდა. ის ხელმძღვანელობდა რეგიონის „ცესკოს“ წარმომადგენლების დელეგაციას, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში აკვირდებოდნენ.

ვრცლადვრცლად
გრიგორი კარასინისა და ალან გაგლოევის მრჩევლის შეხვედრა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დიალოგის აღდგენა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

2019 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სტატს-მდივანი - საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ვრცლადვრცლად
კარასინი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიდის

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს. 23 აგვისტოს კარასინი 70 წლის გახდება და კანონის შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. მისი კანდიდატურა წარდგენილი იქნება ფედერაციის საბჭოში, სადაც ის სახალინს წარმოადგენს.

ვრცლადვრცლად
ლავროვმა ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ დააჯილდოვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანებით, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი  სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „ურთიერთქმედებისათვის“ დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია 21 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ჯილდო გასიევს ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინმა გადასცა.

ვრცლადვრცლად
კარასინმა ჟენევის დისკუსიების შესახებ ისაუბრა

2019 წლის 20 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორმა, გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. საუბრის დროს მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი, მომზადების საკითხზე.

ვრცლადვრცლად
გრიგორი კარასინი საქართველოს არჩევნებს აფასებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არ შეიცვალა. აღნიშნული განცხადება კარასინმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგების შეჯამების შემდეგ გააკეთა.

ვრცლადვრცლად