ახალი ამბები

Tag: ზალინა კობესოვა

დაბრუნება სრულ სიაზე
ზალინა კობესოვა რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ზალინა კობესოვამ  Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობაზე.

ვრცლადვრცლად
ზალინა კობესოვას ინტერვიუ

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ზალინა კობესოვამ  Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფუნქციონირებაზე.

ვრცლადვრცლად
ალექსანდრე ანქვაბისა და რუსეთის ეკომონიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი ვოლვაჩთან. ვოლვაჩი სამინისტროში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ვრცლადვრცლად
რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის შეხვედრა უნივერსიტეტში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი, ზალინა კობესოვა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორს, ალეკო გვარამიას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
მრგვალი მაგიდა რუსეთ-აფხაზეთის ბიზნესპარტნიორობის შესახებ

სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთის თანამემამულეები და რეგიონები“. შეხვედრა გაიმართა „მოსკოვის სახლში“ და მას ესწრებოდნენ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი, ზალინა კობესოვა, დსთ-ის ქვეყნების, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) ხელმძღვანელი და რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომლები.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თამილა მირცხულავა შეხვდა აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელსზალინა კობესოვას. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და მრეწველობის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთის სავაჭრო „წარმომადგენელს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ზალინა კობესოვას. შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნებს“ შორის მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა საქონელბრუნვა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ინტერვიუ: ძირითადი გზავნილები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ზალინა კობესოვას განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში საქონელბრუნვამ იმპორტის მხრივ შეადგინა 24 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 400 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ექსპორტის მხრივ - 4 მლრდ რუბლი (დაახლ. 66 მლნ აშშ დოლარი).

ვრცლადვრცლად
ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ახალ სავაჭრო წარმომადგენელს უმასპინძლა

რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მიხაილ შურგალინმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს წარუდგინა რუსეთის ფედერაციის ახალი სავაჭრო წარმომადგენელი აფხაზეთში- ზალინა კობესოვა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელთან, ზალინა კობესოვასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ჯანსუღ ნანბაც.

ვრცლადვრცლად