ახალი ამბები
აფხაზეთში სამხედრო „დრონებს“ აქტიურად იყენებენ

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების პრაქტიკული გამოყენების მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა ფრენების ხანგრძლივობის საერთო რაოდენობა და 400 საათზე მეტი შეადგინა, რომლის დროსაც სულ 25 000-ზე მეტი კილომეტრი დაიფარა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სამხედრო პოლიციის აღჭურვა გრძელდება

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციამ თანამედროვე მრავალმიზნობრივი დაჯავშნული ავტომობილები მიიღო. 3 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის ავტომობილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცვის მაღალი დონე აქვს, უძლებს 6.4 კილოგრამდე ტროტილის ეკვივალენტი ძალის სიმძლავრის აფეთქებას.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ეუთოს რეზოლუციას აფასებს

6 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა რეზოლუცია პოლიტიზირებულ დოკუმენტად შეაფასა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე 70-მდე ახალწვეულმა ფიცი დადო

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე 70-მდე ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ახალწვეულები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, მათ შორის მორდოვიისა და მარი ელის რესპუბლიკებიდან, ვლადიმირსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებიდან.

ვრცლადვრცლად
სოხუმსა და ცხინვალში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღნიშნეს

რუსეთის ფედერაციის „საელჩოს“ წარმომადგენლებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღნიშნეს. დღე ყოველწლიურად 8 ივლისს აღინიშნება რუსეთში და ეძღვნება წმინდა თავადი პეტრესა და მისი მეუღლის, ფევრონიას ხსოვნას.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონს ინსპექტირების მიზნით ესტუმრა

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით, ცხინვალის რეგიონს სამდღინი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების ერთთვიანი პერიოდი დაიწყო

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების ერთთვიანი პერიოდი დაიწყო. თვის განმავლობაში 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა ინსტრუქციების ცოდნის კუთხით ცოდნას გაიღრმავებს. სამხედროები ასევე შეისწავლიან სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმებს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი ჯანდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროში და სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის 3 წლისთავი აღნიშნეს

ცხინვალის რეგიონში საზეიმოდ აღნიშნეს „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის სამი წლისთავი. შეთანხმებას 2016 წლის 4 ივლისს ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა.

ვრცლადვრცლად
გამნაღვმელებმა 208 ფეთქებადსაშიში საგანი აღმოაჩინეს

ცხინვალის რეგიონში იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღველთა ჯგუფი,  განსაკუთრებული რისკის სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრის - „ლიდერ“-ის სპეციალისტები. ეს ცხინვალის რეგიონში მათი მეოთხე ვიზიტია. ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ჯამში 22.83 ჰექტარი ფართობი შეამოწმეს და სულ აღმოჩენილია 208 ფეთქებადსაშიში საგანი. სპეციალისტები ძარის დასახლების მიმდებარე სიმაღლეების განაღმვას 15 ივლისთვის დაასრულებენ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო დეპუტატები მოსკოვში საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ

2019 წლის წლის 1-3 ივლისს, მოსკოვში, მეორე საერთაშორისო ფორუმი - „პარლამენტარიზმის განვითარება“ ჩატარდა, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ. აფხაზეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ, ცხინვალის რეგიონიდან - დე ფაქტო პარლამენტის ახლად არჩეულმა სპიკერმა, ალან ტადტაევმა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის შს სამინისტროს სასწავლებლებში ცხინვალის რეგიონიდან 22 აბიტურიენტი ისწავლის

რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში ცხინვალის რეგიონიდან 22 აბიტურიენტი ისწავლის. 35 პრეტენდენტიდან კონკურსის შედეგად 22 აბიტურიენტი შეირჩა. მომავალმა კურსანტებმა ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყებების სპეციალური შემოწმება გაიარეს, ასევე ჩააბარეს გამოცდები სხვადასხვა საგნებში, მათ შორის რუსულ ენაში.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში 6 თვეში 2 მლნ საბრძოლო მასალა დახარჯეს

რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთში 6 თვის განმავლობაში საბრძოლო მომზადების დროს, დაახლოებით, 2 მლნ საბრძოლო მასალა დახარჯეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბრძოლო მასალის ხარჯვა 15%-ით არის გაზრდილი. საბრძოლო მასალის გამოყენებით სროლები ხორციელდებოდა, როგორც საშტატო შეიარაღებიდან, ასევე სამხედრო ტექნიკის საშუალებით.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსმა სამხედროებმა გეგმიური საკონტროლო დავალებები შეასრულეს

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სხვადასხვა დანაყოფების სამხედროებმა საბრძოლო მომზადების გეგმიური საკონტროლო დავალებები წარმატებით დაასრულეს. სამხედროებმა გუდაუთის, წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე მთიან და ტყიან ადგილებში და სანაპირო ზოლის პირობებში სხვადასხვა შეიარაღებიდან  სროლაში ივარჯიშეს, მათ შორის უახლესი ჯავშანტრანსპორტიორებიდან (БТР-82АМ), ტანკებიდან (Т-72Б3) და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან (РПГ-7).

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში საარტილერიო სროლებში ივარჯიშეს

ცხინვალის რეგიონში, ძარცემის სამხედრო პოლიგონზე, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. 1200-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ პირობითი მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების განადგურებაში ივარჯიშა. წვრთნებში დაახლოებით 200 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

ვრცლადვრცლად