ახალი ამბები

Tag: განათლება

დაბრუნება სრულ სიაზე
ახალი რესურს-ცენტრი გალში

ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ გალში, N1 საშუალო სკოლის ბაზაზე, რესურს-ცენტრი გახსნა.

ვრცლადვრცლად
ახალგორის რაიონში რუსული ენის სწავლება გაძლიერდება

14 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მურთაზ ვალიევს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
რუსეთის განათლების მინისტრის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

6 აგვისტოს რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია. მან თავის „კოლეგასთან“, ინალ გაბლიასთან ერთად მოინახულა გაგრის მე-2 საშუალო სკოლა, სადაც მას საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წელს ყირიმში. „არტეკის“ საერთაშორისო ბავშვთა ცენტრში გაატარეს ზაფხული.

ვრცლადვრცლად
რუსული ენის შემსწავლელი ცენტრები ოკუპირებულ გალსა და ახალგორში

ავტორი: ანდრო კვიჟინაძე

ვრცლადვრცლად
გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა.

ვრცლადვრცლად
განათლების სისტემა გალის რაიონში

ავტორი: ქრისტინა ჯობავა

ვრცლადვრცლად
რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების კვოტები აფხაზი აბიტურიენტებისთვის

აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2023- 2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის 110 ადგილი გამოიყო.

ვრცლადვრცლად
„რუსული სახლის“ საჩუქარი „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ („რუსული სახლი“) „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ გადასცა 7000 - მდე სახელმძღვანელო.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთისგან სკოლის სახელმძღვანელოები მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლის განათლების მინისტრის, ინალ გაბლიას თანახმად, „რესპუბლიკამ“ მიიღო 34 ათასზე მეტი სახელმძღვანელო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის. აღნიშნული წიგნები ე.წ. სამინისტრომ მიიღო რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელობისა და რუსეთის განათლების სამინისტროს ხელშეწყობით. გაბლიამ მადლობა გადაუხადა ფონდს - „რუსული სამყარო“ ამ პროექტის მხარდაჭერისათვის.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დელეგაციამ რუსულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის დელეგაციამ რუსულ ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი „Манжерок“ 5-10 ივლისს რუსეთში, ალტაის რესპუბლიკაში გაიმართა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე რუსული პროექტის ფინალშია

ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე საყოველთაო რუსული კონკურსის, „დიდი ცვლილების“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ჯილდოს სახით ისინი 13 ივლისს „არტეკის“ ბანაკში გაემგზავრებიან. ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის თანამშრომელმა განაცხადა.

ვრცლადვრცლად
ზნაურ გასიევი დმიტრი ეფიმენკოს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ რუსეთში, ზნაურ გასიევი მოსკოვის სახელმწიფო საგზაო-საავტომობილო ტექნიკური უნივერსიტეტის (МАДИ) რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დმიტრი ეფიმენკოს შეხვდა. მათ თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალელ აბიტურიენტებს რუსულ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩაუტარდათ

ცხინვალის რეგიონის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჩრდ. კავკასიის სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში ჩაბარება სურთ, მისაღები გამოცდები ჩაუტარდათ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსული პროექტის ფარგლებში შემოქმედებითი ღონისძიებები იმართება

ქ. ცხინვალში რუსული პროექტის - „ხელოვნებათა სინთეზის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მათი ორგანიზატორი „რუსეთის ფოლკლორული კავშირის“ ჩრდილოოსური განყოფილებაა, ხოლო მხარდამჭერი კი - რუსეთის კულტურის სამინისტრო.

ვრცლადვრცლად
გუდაუთის რაიონის მოსწავლეები იაროსლავლის ოლქში ისვენებენ

გუდაუთის რაიონის რამდენიმე სკოლის ათი მოსწავლე რუსეთში, იაროსლავლის ოლქში მდებარე საზაფხულო ბანაკებში ისვენებს. ბანაკი 200-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან.

ვრცლადვრცლად